|
2019-10-09 15:10:52, 1444 ნახვა
საზოგადოება
გოჩა ლორთქიფანიძემ საერთაშორისო არბიტრაჟის შესახებ შეხვედრა გახსნა
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებიდან მოწვეული საჯარო მოხელეებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრა გახსნა საერთაშორისო არბიტრაჟის თემაზე. ქართველ კოლეგებთან ერთად სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროების, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების წარმომადგენლები; დელეგატები საუდის არაბეთიდან, უკრაინიდან, ყატარიდან, აზერბაიჯანიდან, რუმინეთიდან, ნიგერიიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ირანიდან. საერთაშორისო არბიტრაჟის ძირითადი მახასიათებლები და უპირატესობანი, საარბიტრაჟო წარმოების პროცესში დროისა და ხარჯების ეფექტური მართვა; კომპლექსური საარბიტრაჟო საქმეების მართვა და წარმოება; საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს და მისი სამდივნოს როლი და ფუნქციები − ეს იმ საკითხების ნაწილია, რომლებიც მაღალი დონის სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობას აქვს გეგმა, რომ უახლოეს მომავალში საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონის ბიზნეს- და საარბიტრაჟო ჰაბად. ამისთვის მთლიანად შეიცვალა კანონმდებლობა და ის საერთაშორისო არბიტრაჟის პრინციპებს მოერგო; შეიქმნა არბიტრების დამოუკიდებლობის საკანონმდებლო მექანიზმები; 2018 წლის 20 დეკემბერს კი, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსა (ICC) და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა − მემორანდუმს პარიზში ხელი მოაწერეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე ალექსის მურმა. მემორანდუმის მიზანია სამინისტროსა და საარბიტრაჟო სასამართლოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოში დავების ეფექტური მოგვარების კულტურის ჩამოყალიბების მიზნით. დღევანდელი სამუშაო შეხვედრა აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში შედგა. შეხვედრა საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან თანამშრომლობით ერთ-ერთი პირველია იმ მრავალ ღონისძიებას შორის, რომლის განხორციელებასაც იუსტიციის სამინისტრო გეგმავს რეგიონში საქართველოს საარბიტრაჟო ჰაბად გადაქცევის გზაზე. სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსა (ICC) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
(NS)
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)