|
2019-10-08 12:41:14, 1330 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში თანამედროვე მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო
დიდ დიღომში, ბრწყინვალეს ქუჩა N 1 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო. პროექტის ფარგლებში, გარე გამოყენების სხვადასხვა სახეობის ფიტნეს ტრენაჟორები 600 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდა. სპორტული სივრცე საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან და ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონ ლაშა ტალახაძესთან ერთად დაათვალიერა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით, ორ ლოკაციაზე მოეწყო თანამედროვე მულტიფუნქციური სპორტული სივრცე, ერთი დიდ დიღომში, მეორე კი ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელ სატრანსპორტო კვანძთან, რომლითაც მოსახლეობა აქტიურად სარგებლობს. ასეთი სივრცები საქართველოში პირველად მოეწყო. ჩვენ მომავალშიც ვეცდებით მოსახლეობას შევთავაზოთ რაც შეიძლება მეტი სიახლე და სხვადასხვა თანამედროვე პროექტები განვახორციელოთ’’,-განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ. თანამედროვე სპორტულ ინვენტარზე დამონტაჟებულია ინსტრუქცია და QR კოდი მეშვეობით, შესაძლებელია ვარჯიშის ვიდეო ინსტრუქციის ნახვა. პროდუქციას გააჩნია არაერთი სერტიფიკატი და არის სრულიად უსაფრთხო. ასევე, სპორტულ ინვენტარს აქვს აპლიკაცია როგორც ანდროიდის, ისე ios-ისთვის, რომლითაც შესაძლებელია ვარჯიშების აწყობა და რომელიც აჩვენებს, თუ რომელი ვარჯიში რომელ კუნთის განვითარებას უწყობს ხელს. აგრეთვე, განსაზღვრავს სტატისტიკას, პროგრესს და კვების რეჟიმს.
(NS)
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)