|
2019-10-07 17:05:41, 1761 ნახვა
კომენტარი
კახიძე ჯიშკარიანზე: მოვუწოდებ პოლიციას, დაუყოვნებლივ, ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩაატაროს
"ევროპული საქართველოს" წევრი, ოთარ კახიძე, საკრებულოს თანამშრომელ თამთა თოდაძეზე, საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანის მიერ შესაძლო ძალადობის ფაქტს ეხმაურება. კახიძის შეფასებით, პოლიციის მხრიდან გატარებული ღონისძიებები არასაკმარისია. დეპუტატი მოუწოდებს სამართალდამცავ სისტემას, რომ დაუყოვნებლივ ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, "ეს ინფორმაცია არის ძალიან შემაშფოთებელი. რა თქმა უნდა, დასკვნების გაკეთება წინასწარ არ შეიძლება, თუმცა მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ პოლიციის მხრიდან გატარებული არასაკმარისი ღონისძიებები, გაჭიანურების მცდელობაა. გავრცელებული ინფორმაცია მტკიცებულებების შესაძლო განადგურების თაობაზე, არის უკიდურესად შემაშფოთებელი, ვინაიდან ეს არის სერიოზული დანაშაული, რომელსაც სჭირდება ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა სამართალდამცავი სისტემის მხრიდან. თუკი, პოლიცია რეალურ ნაბიჯებს არ დგამს, არ ატარებს აუცილებელ საგამოძიებო მოქმედებებს, აჭიანურებს აღნიშნულს, ამით ხდება ახალი დანაშაულის ჩადენა, რაც არის საგანგაშო. ჩვენ საგამოძიებო კომისიის მუშაობის დროს წავაწყდით სერიოზულ პრობლემებს ამ მხრივ, შსს-ში, როდესაც ხდებოდა მტკიცებულებების განადგურება, შეგნებულად არ მოპოვება და ეს იყო ის სისტემური პრობლემა, რომელიც არ გამოსწორებულა და სამწუხაროდ ამის ნიშნებს ვხედავთ ამ საქმეში. მინდა მოვუწოდო პოლიციას, რომ დაუყოვნებლივ, ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩაატაროს", - განაცხადა ოთარ კახიძემ. მანვე დასძინა, რომ გავრცელდა ინფორმაცია, პოტენციური ბრალდებულის მეგობრის მხრიდან, დაზარალებულის ოჯახთან კომუნიკაციის მცდელობის შესახებ. "გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაზარალებულის ოჯახთან კომუნიკაცია სცადა პოტენციური ბრალდებულის მეგობარმა და ეს ინფორმაცია საჭიროებს დამატებით მოკვლევას, ვინაიდან ეს არის ზეწოლის მცდელობა მოწმეზე, დაზარალებულზე, რაც არის ცალკე დანაშაული და ამ ყველაფერს სჭირდება ცალკე გამოძიება. ამიტომ მე მოვუწოდებ სამართალდამცავი სისტემას, რომ მაქსიმალური ყურადღებით მიუდგეს აღნიშნულ საქმეს, ვინაიდან არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა პოტენციური ბრალდებული იყენებდეს კავშირებს საკუთარი დანაშაულის დასაფარად, დაზარალებულზე ზეწოლისთვის ან ზოგადად დაუსჯელობისთვის, მაქსიმალურად ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩაატაროს", - აცხადებს ოთარ კახიძე.
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)