|
2019-10-07 15:53:08, 1500 ნახვა
საზოგადოება
„ლელო“ მაია ცქიტიშვილის უწყებას კორუფციულ გარიგებებსა და ნეპოტიზმში ადანაშაულებს
საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კორუფციულ გარიგებებსა და ნეპოტიზმში ადანასაულებს. როგორც "ლელოს" წევრმა ქეთი ენუქიძემ აღნიშნა, განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელიც 2012-დან 2019 წლამდე ხორციელდება და მათი ჯამური რაოდენობა 253-ს შეადგენს, 13 არის დასრულებული. "კომპანია "როუტ პროჯექტი", რომელიც მონაწილეობდა მარტო 2 ტენდერში, მისი შემსყიდველი იყო სახელმწიფო სამშენებლო კომპანია, რომელიც ზარალიანი კომპანია აღმოჩნდა. ფიქსირდება 2 ტენდერში სოლიდური ვადა გადაცილება. მასთან დაკავშირებული პირები, მაგალითად დღეს კომპანიის დირექტორი არის ვაჟა ფანჩულიძე, რომელიც 2015 წლის მონაცემებით საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანია, მისი მეუღლე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი. ხოლო 66%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ვაჟა ფანჩულიძემდე გახლდათ ირაკლი ნადარაია, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის ნოდარ ნადარაიას ძმა. აი ამ მასალას ახლა მე თქვენ რაც წარმოგიდგინეთ, ჩვენ შევიტანთ პროკურატურაში და მათ გაარკვიონ. იმიტომ, რომ ახლა თქვენ მე მეკითხებით, გიპასუხოთ ისეთ კითხვაზე, რომელზეც უნდა გასცეს პასუხი პროკურატურამ", - აღნიშნა ქეთი ენუქიძემ. მანვე დასძინა, რომ "ლელო" აპირებს მათ ხელთ არსებული მასალები პროკურატურას გადასცეს.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)