13:51 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-05 14:04:22, 2701 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს არქივმა და პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტმა ერთობლივი პრეზენტაცია გამართეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივისა და პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის თანამშრომლებმა საქართველოს ეროვნულ არქივში ერთობლივი პრეზენტაცია განახორციელეს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მონოგრაფია - „პოლონელთა რეპრესიები საბჭოთა საქართველოში დიდი ტერორის დროს" და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში მომზადებული დოკუმენტური ფილმი „პოლონური აქცენტები".

პრეზენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიებას, პოლონელ სტუმრებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის და არქივის ხელმძღვანელი პირები, ისტორიკოსები, მკვლევარები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მონოგრაფიასა და ფილმში გამოყენებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტური მასალები, რომლებიც პოლონელთა რეპრესიებს ეხება.

პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან რამდენიმეწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი ერთობლივი, მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტია განხორციელებული.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics