|
2019-10-05 10:11:00, 1107 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი სოციალური საწარმოს - „მზიურის კაფეს“ წლიური ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად, სოციალური საწარმოს - „მზიურის კაფეს“ წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრო. პრეზენტაცია სოციალური კაფეს დამფუძნებელმა ანა გოგუაძემ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორ გიორგი კეკელიძესთან ერთად გამართა. მისი განცხადებით, აღნიშნულ სივრცეში 2018 წლიდან დღემდე 176 ღონისძიება ჩატარდა. დედაქალაქის მერმა სოციალური კაფეს დამფუძნებლებს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა პროექტების განხორციელების პროცესში მერიის მხრიდან მხარდაჭერა ექნებათ. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ამჟამად ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად მზიურის პარკის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მისივე თქმით, რეაბილიტაციის შემდეგ პარკი ყველა თაობის ადამიანისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად იქცევა. „რამდენად მნიშვნელოვანია მზიური ჩვენი ქალაქისთვის, ვფიქრობ, ყველამ კარგად იცის. მზიურში არის ადგილები, რომლებმაც ამ პარკს დამატებით სიცოცხლე შესძინა. სოციალური კაფე „მზიურის" დამფუძნებელ ანა გოგუაძეს, მის თანამშრომლებთან ერთად, მინდა, მადლობა გადავუხადო. ადამიანებს უჩნდებათ სურვილი, მოვიდნენ პარკში და ლამაზ კაფეში დაისვენონ. მიხარია თუ როგორ ზრუნავენ ეს ადმიანები ამ გარემოს მოწესრიგებასა და განვითარებაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ. სოციალური საწარმო მომხმარებელს ადაპტირებულ სოციალურ კაფეს; კვებით უზრუნველყოფის სერვისს; ღონისძიებების ტექნიკურ აღჭურვას და მუსიკალურ გაფორმებას; ასევე, ღონისძიებებისათვის განკუთვნილ ინკლუზიურ სივრცეს სთავაზობს. „მზიურის კაფე“ 2016 წელს ა(ა)იპ „მზიანის“ პროექტ „ახალი მზიურის“ ფარგლებში შეიქმნა. იგი აერთიანებს ორ სივრცეს: მზიურის პარკში არსებულ ამფითეატრსა და კაფეს. ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე დაესწრო.
(NS)
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)