|
2019-10-02 19:09:38, 1489 ნახვა
საზოგადოება
თბილისში მიკროავტობუსების პარკის ჩანაცვლების საკითხი მოლაპარაკების პროცესშია
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქში მიკროავტობუსების მოძველებული პარკის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მწყობრიდან გამოსული მიკროავტობუსების ჩანაცვლების საკითხზე, ამ ეტაპზე, კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. თბილისის მერის თქმით, კარგი იქნება თუ მიკროავტობუსების არსებული პარკის განახლება საქართველოში წარმოებული მიკროავტობუსებით მოხდება, რაც მხოლოდ მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაშია მისაღები. „რამდენიმე თვეა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას მიკროავტობუსების მფლობელ კომპანიასთან, ვინც დღეს ოპერირებს ბაზარზე და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. ჩვენ ვიცით, რომ მიკროავტობუსების მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და უფრო მეტიც, კრიტიკული. ჩვენ დაწყებული გვაქვს ავტობუსების ჩანაცვლების პროცესი და პარკის განახლება. ანალოგიური მოთხოვნა გვაქვს მიკროავტობუსების კომპანიასთან. საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოყვანასთან დაკავშირებით დაწესებული გვაქვს საკმაოდ მაღალი სტანდარტები, რაც დასტურდება იმ ავტობუსებით, რომლებიც უკვე შევისყიდეთ. თუ საქართველოში წარმოებული მიკროავტობუსებიც ამ სტანდარტების შესაბამისი იქნება, შემოვიყვანთ ბაზარზე, თუ არადა მოგვიწევს ჩამოყვანა. კომპანიის მხრიდან იყო წინადადება, რომ ისინი განახორციელებენ 30 მილიონის ინვესტიციას საქართველოში მიკროავტობუსების აწყობა-წარმოების მიმართულებით. თუ ეს განხორციელდა, მე ამას მხოლოდ მხოლოდ მივესალმები, რადგან ეს იქნება ქართული ბრენდი. რაც მნიშვნელოვანია, აღნიშნული პროექტის განხორციელებით ჩვენ შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, გვეყოლება საქართველოში წარმოებული მიკროავტობუსები, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში გაიყიდება, არამედ შესაძლებელია, გავიდეს ექსპორტზეც. თუმცა, ეს ჯერ მოლაპარაკებების დონეზეა, გადაწყვეტილება არ არის მიღებული და არ ვიცი, რამდენად შეძლებენ ისინი ამის გაკეთებას. რაც შეეხება ჩანაცვლების პროცესს, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ ამას აუცილებლად განვახორციელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მარგუს ცაჰკნა - ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას
გახარია საქართველოსთვის - ცინიკურია, რომ ოცნება ოკუპაციასა და ოკუპაციის მსხვერპლ მოქალაქეებზე მეტად ე.წ. რუსოფობიის გამო სწუხან
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)