|
2015-07-15 09:51:54, 590 ნახვა
საზოგადოება
გიგლა აგულაშვილი დიდი დმანისის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტ თეიმურაზ ნანეიშვილთან ერთად დიდი დმანისის (აბულბუქის ტერიტორია ) მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიდი დმანისის მოსახლეობამ მინისტრს კომპანია RMG -ის მიერ გამოწვეული პრობლემების მოგვარება სთხოვა. მათი თქმით კომპანიის მუშაობის შედეგად ატმოსფერული ჰაერი ბინძურდება. ამასთან, მოსაწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურაც. მინისტრის გადაწყვეტილებით გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ყოველთვიურად ატმოსფერული ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგს განახორციელებენ და მიღებული შედეგებს მოსახლეობას სრულყოფილად მიაწვდიან. შეხვედრის შემდეგ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მდ.მაშავერასა და კაზრეთულას რამდენიმე წერტილიდან წყლის და ნიადაგის სინჯები აიღეს. სინჯებს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სააგენტოს ლაბორატორიაში შეამოწმებენ და განსაზღვრავენ ძირითად კომპონენტებს. წყლის სინჯების აღების პროცესს ადგილზე მეცნიერებათა აკადემიის წამომადგენელი ესწრებოდა, რომელიც მიმდინარე პროცესებში მაქსიმალურად იქნება ჩართული. დიდი დმანისის მოსახლეობასთან შეხვედრას , RMG-ის წარმომადგენლები, საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები და მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)