|
2019-09-20 18:46:08, 4222 ნახვა
კომენტარი
ირაკლი სესიაშვილი: პროტესტი მიუღებელია მათგან, ვინც თავად აწამებდა ათასობით ადამიანს
პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გადაწყვეტილება არანაირ ეჭვს და კითხვებს არ ბადებს. ,,რამზან ახიადოვი ტერორისტია, დადასტურებულია, რომ ის ISIS-ის მებრძოლი იყო. ქართულმა მხარემ შეასრულა ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ქვეყანას ნაკისრი აქვს საერთაშორისო შეთანხმებებით. ახიადოვი იძებნებოდა ინტერპოლის წითელი ცირკულარით და ჩვენ მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთში ადამიანის უფლებები არ არის დაცული - ეს ყველაზე უკეთ საერთაშორისო თანამეგობრობამ იცის. ამ კაცის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემაში მათ რომ რაიმე ტიპის საფრთხე დაენახათ, სტრასბურგის სასამართლო აუცილებლად გამოიყენებდა ინტერიმს, ანუ დროებით ღონისძიებას ექსტრადაციის შესაჩერებლად. რადგან მსგავსი არაფერი ყოფილა, ე.ი. ახიადოვის ექსტრადირების გადაწყვეტილება არათუ კანონიერი, არამედ ყველანაირად დასაბუთებულია" რაც შეეხება ოპონენტების პრეტენზიებს სესიაშვილი აცხადებს, რომ სასაცილო და სრულიად ამორალურია, როდესაც ადამიანის უფლებების უხეშად დამრღვევი და ფეხ ქვეშ გამთელავი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ახლა ჩეჩენი რამზან ახიადოვის ექსტრადიციის საკითხზე წუხან. ამგვარი პროტესტი მიუღებელია მათგან, ვინც თავად აწამებდა ათასობით ადამიანს. ,,თუმცა, მათგან გასაკვირია არაფერია. რადგან თუ ჩვენს მოვახდინეთ ტერორისტის ექსტრადირება საქართველოდან, ჩვენმა, ტერორიზმის დამცველმა ოპონენტებმა, 2010 წელს, საქართველოში ახმედ ჩატაევი შემოიყვანეს, სხვათა შორის, გაყალბებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით“, - განაცხადა სესიაშვილმა.
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)