10:37 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-19 22:51:08, 1987 ნახვა

სამართალი
სასამართლოში ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს - დაპატიმრებულების ახლობლები ამბობენ რომ დანაშაულის შესახებ არ იცოდნენ

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ, ავსტრიის პოლიციის ფედერალურ აგენტთან, მოკავშირე ოფიცერთან ვენდი რიქსთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც ბორცვაძემ აღნიშნა, დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.

ქართველი და უცხოელი სამართალდამცველები რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდნენ ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს. შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებული არიან: აშშ-ის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული კ.უ., ავსტრალიის მოქალაქე, 1959 წლის დაბადებული პ.ლ. და საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული მ.ც., 1984 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული გ.ბ., 1978 წელს დაბადებული ბ. ც., 1982 წელს დაბადებული ი.ა., 1981 წელს დაბადებული ქ.ო., , 1989 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული დ.ბ. და 1984 წელს დაბადებული გ.ბ.

დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები, ასევე, უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics