|
2019-09-16 15:49:58, 2356 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება სოფელ შუბნის საჯარო სკოლიდან მიულოცა
16 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ რესურსცენტრის უფროსთან ედუარდ გოგრაჭაძესთან ერთად მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სოფელ შუბნის საჯარო სკოლიდან მიულოცა. საზეიმო ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. მოსწავლეებმა სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი წარმოადგინეს, სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა კურსდამთავრებულთა მიღწევებსა და სკოლის წარმატებებზე ისაუბრეს. მიმდინარე წელს, შუბნის საჯარო სკოლაში 76 მოსწავლე, მათ შორის 4 პირველკლასელი ჩაირიცხა. პირველკლასელებს საჩუქრად კომპიუტერები და სახელმძღვანელოების ახალი სრული პაკეტი გადაეცათ. „ჩემო ძვირფასებო მასწავლებლებო, მოსწავლეებო და მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით მივესალმები მათ, ვინც წელს პირველად შეაღეს სკოლის კარები - ჩვენს პირველკლასელებს. მათთვის ცხოვრების ახალი, მეტად მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. გისურვებთ სკოლაში გატარებული წლები ყოფილიყოს გამორჩეულად საინტერესო პერიოდი თქვენს ცხოვრებაში. თქვენ ხართ ქვეყნის მომავალი და სამშობლოს ყველაზე მეტად თქვენი განათლება წაადგება“, - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ. ფრიდონ ფუტკარაძე დღესვე მშობლიურ ტომაშეთის საჯარო სკოლასაც სტუმრობდა, სადაც დაწყებითი განათლება მიიღო და წლების შემდეგ ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ჯერ ტომაშეთის, შემდეგ შუბნის საჯარო სკოლაში. ხელმძღვანელი პირები სასწავლო - საგანმანათლებლო პროცესს გაეცნენ ფრიდონ მახარაძის სახელობის მახალაკიძეებისა და პაპოშვილების საჯარო სკოლებში და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. შუახევში სულ 1697 მოსწავლე, 818 პედაგოგი, 43 საჯარო და საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის კერძო სკოლაა. მათგან 112 პირველკლასელია. ახალი სასწავლო წლის დასაწყისი საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა მუნციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში. საზეიმო ღონისძიებებს საჯარო სკოლებში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
(NS)
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)