12:56 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-15 15:21:59, 7193 ნახვა

სამართალი
სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა შარდენზე ცემით საქართველოს მოქალაქე მოკლეს - პოლიციამ საქმე გახსნა

უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც რუსულად მეტყველებდნენ, ერთი საქართველოს მოქალაქე ცემით მოკლეს. ქართული კინოს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩხუბი დღეს დილის გამთენიისას დაახლოებით 6 საათზე მოხდა. 
ჩხუბში მონაწილეობდა 15 მდე ადამიანი, რომელიც რუსულ ენაზე საუბრობდნენ და თავს საქართველოს მოქალაქეს დაესხნენ. მიყენებული ტრავმვების შედეგად მოქალაქე ს.მ ადგილზე გარდაიცვალა. "ექსპრესნიუსის" ინფორმაციით მან თავის ტრავმვა მიიღო.
კონფლიქტის წარმოშვების მიზეზი უცნობია, თუმცა ის ერთ-ერთ ღამის კლუბში დაიწყო. ადგილზე მისულმა პოლიციამ 20 მდე ადამიანი დაკითხვებზე გადაიყვანა.
პოლიციის ინფორმაციით,  თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 1994 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 15 სექტემბერს თბილისში, ქართული კინოს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 1985 წელს დაბადებულ ს.მ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე თბილისში დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics