|
2019-09-10 17:18:14, 2518 ნახვა
კომენტარი
„საქართველოს ტერიტორიების დათმობას არავინ თხოვს“ - ვოლსკიმ რასმუსენის განცხადება განმარტა
"რაც შეეხება განცხადებას, იმის თაობაზე, რომ თითქოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დათმობას ვინმე ითხოვს, ეს არასწორი ინფორმაციაა", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ქვეყანამ უნდა დაიწყოს დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს იმ პირობით, რომ მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს. ვოლსკი აღნიშნულ განცხადებას, მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც სხვადასხვა მედია საშუალებებმა რასმუსენის სიტყვები არასწორი ინტერპრეტაციის გაავრცელეს. უმრავლესობის ლიდერმა დასძინა, რომ არც ერთი კავშირი საქართველოს სუვერენიტეტს ეჭვქვეშ არ აყენებს. "რაც შეეხება განცხადებას იმის თაობაზე, რომ თითქოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დათმობას ვინმე ითხოვს, ეს არასწორი ინფორმაციაა. გამორიცხულია, გინდ ნატო, გინდ გაერო, ევროკავშირი, არ არსებობს არავითარი კავშირი და მით უმეტეს ამ კავშირში გაერთიანებული ქვეყნები, რომელიც მცირე კითხვის ნიშნის ქვეშ სვავენ ამ საკითხს. რატომ იცით? ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ინტერესი, ეს არის მსოფლიოს ინტერესი, რომ რეგიონში არ იყოს დომინირება რუსეთის, რომელიც რეალურად ოკუპაციას ახდენს ამ ტერიტორიების. ჯერ ერთი ოფიციალური განცხადება არ ყოფილა ეს და მეორეს ერთი, შეიძლება ჟურნალისტმა იკითხა როგორ აპირებთ ნატო-ში მიღებას ქვეყნის, რომელსაც აქვს ორი ტერიტორია დაკარგული და თავის მოსაზრება გამოთქვა, რომ ან ძალით - მეხუთე მუხლის გამოყენებით, ან მშიდობიანი პროცესით, როგორსაც თვითონ საქართველოს ხელისუფლება აღიარებს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას", - განაცხადა გია ვოლსკიმ. ის კონფერენციაზე "პატრიოტა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის მისვლას და მომხდარ დაპირისპირებასაც გამოეხმაურა. ვოლსკის თქმით, ინაშვილის შეეძლო პრესკონფერენციის გამართა და საკუთარი პოზიციის ასეთ ფორმატში დაფიქსირება. „რაც შეეხება კონფერენციას, კონფერენციები ტარდება და შეიძლება ადამიანები არ იყვნენ ამ კონფერენციაზე დაშვებული, მიუხედავად თანამდებობისა. მე არ მგონია, პოზიტიური იყოს თუნდაც ამ პოლიტიკური ძალის ან ზოგადად ქვეყნისათვის ესეთი დამოკიდებულება, მით უმეტეს მედიაც დაინტერესებულია, ყველანაირი ტრიბუნა გააჩნია ჩემ კოლეგას და რა დონეზეც უნდა და რა სიტყვებითაც უნდა შეუძლია შეუტიოს იმას, რაც ხდება. პრესკონფერენციაც იქნებოდა გაცილებით ხმაურიანი და მეტ აუდიტორიას მოიცავდა. ასე რომ ამ საკითხებთან დაკავშირებითაც, ნუ ვიტყვით რომ ვინმეს ბრალია", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)