|
2019-09-10 13:47:29, 2044 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი ჯაფარიძეზე: თუ განათლებაში 221 ათასი ლარის ჩადება უნდა, ჩადოს, ფული არ აქვს თუ რა?
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი "თიბისი ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ბადრი ჯაფარიძეს ბრალდებებს პოლიტიკურ ველზე პოზიციების გაძლიერების ფანდს უწოდებს. ვოლსკი მიიჩნევს რომ ჯაფარიძემ, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, პასუხი უნდა გასცეს ყველა იმ კითხვას, რომელიც მისი მისამართით არსებობს - მათ შორის განმარტებები გააკეთოს „17 მილიონის აორთქლების“ ფაქტზე. "ყოველთვის ვამბობდი, რომ პოლიტიკა თუ საზოგადოებრივი მოძრაობა თუ საქმიანობა არ არის თავშესაფარი მაშინ, როცა 17 მილიონის აორთქლებას გედავებიან. პასუხი ამაზე უნდა გასცე და არა ის, რომ ედავო ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკაში შენ წინააღმდეგ გალაშქრებას აბრალებ. როცა პოლიტიკაში შემოდიხარ, საკითხებზე პასუხები უნდა გქონდეს და არა ყურადღების მიქცევის ეს ახალი ფანდი. თუ განათლებაში 221 ათასი ლარის ჩადება უნდა, ჩადოს, ფული არ აქვს თუ რა? უნდა, კრედიტი მომცეს და შემდეგ ეს კრედიტი მის ანგარიშზე შევიტანო და იქიდან დახარჯოს ახალგაზრდების განათლებისთვის თუ სხვა ქველმოქმედებისთვის? რა უბედურებაა? რა გადაწყვიტა? - ამით ყურადღებას მიიქცევს და პოლიტიკურ ველზე პოზიციებს გაიძლიერებს? განცხადებები გააკეთოს იმაზე, რა უქნეს 17 მილიონ დოლარს, როგორი სქემით მოახერხეს გაცემა ისე, რომ მომსახურება არ იყო უზრუნველყოფილი კრედიტზე, როგორ მიიღეს საკუთარ ანგარიშზე და როგორ გადაიყვანეს, გადარიცხეს ოფშორულ ზონაში. ყოველთვის ვამბობ, სასამართლო გაარკვევს ყველაფერს, მაგრამ ვინაიდან ბრალდებაა, პასუხი ამას უნდა გასცე და არა გია ვოლსკის თუ სხვას ედავო იმისთვის, რომ ღირსება შეგილახეს, რომელიც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ფაქტია, რომ ეს ფანდია და თავიდან მოშორება უნდა მთავარი კითხვების. ედავებიან და პასუხი უნდა გასცეს. ამბობს, რომ ვინაიდან პოლიტიკაშია, აბრალებენ და აბსურდებს იგონებენ. ეს არ არის შეურაცხყოფა? თუ პოლიტიკურ ველზე ხარ, კეთილი ინებე და პასუხი გაეცი იმ საკითხებს, რაზეც გედავებიან და არა ის, რომ პირიქით, აბსურდული ბრალდებები მოიგონოს" , - განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ ბადრი ჯაფარიძე პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების გამო გია ვოლსკისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს. მისი განცხადებით, სააპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისთვის 221 952 ლარის ოდენობით ფინანსური სანქციის დაკისრებას მოითხოვს, რომლითაც ახალგაზრდების განათლებას დააფინასებს.
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)