|
2015-07-12 17:29:18, 714 ნახვა
საზოგადოება
ვაკის პარკში ბილეთების რიგში მყოფი სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ვაკის პარკში, უეფას სუპერთასის მატჩის ბილეთების რიგში მყოფი სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც "ექსპრესნიუსს" სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, ერთი 32 წლის მამაკაცი კლინიკაში დღის განმავლობაში გადაიყვანეს, ორი ადამიანი კი ღუდუშაურის კლინიკაში კრუნჩხვის დიაგნოზით ამ დროისთვის გადაჰყავთ. ამასთან, რამდენიმე მოქალაქეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. „ამ დროისთვის სულ გადაყვანილია 3 ადამიანი. რამდენიმეს დღის განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო ამბულატორიული დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ვაკის პარკთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების 5 ბრიგადა”, - აცხადებენ სასწრაფო დახმარების სამსახურში. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები ამ დრომდე ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)