|
2019-09-08 17:16:43, 2657 ნახვა
კომენტარი
გახარია - პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვსა და სერგი კაპანაძეს შორის დიდ სხვაობას ვერ ვხედავდი
„სიმართლე გითხრათ მე დიდ სხვაობას ვერ ვხედავდი გავრილოვსა და სერგი კაპანაძეს შორის ამ სავარძელში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოსთან“ გამართული შეხვედრები გაიხსენა და ოპონენტები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. „რაც ამ დღეებში აქ მოხდა, იყო ჩვეულებრივი ლუსტრაცია, როდესაც სამწუხაროდ, ოპოზიციის ერთი ნაწილი გაიქცა, მეორე ნაწილმა უბრალოდ ჩაიგდო ხელში მიკროფონი და ჩვეულებრივად მანიპულირებდა პასუხის გაცემის საშუალებით, სიმართლე გითხრათ მე დიდ სხვაობას ვერ ვხედავდი გავრილოვსა და სერგი კაპანაძეს შორის ამ სავარძელში. სერგი კაპანაძე ჩვეულებრივი ქართველი გავრილოვი იყო, როდესაც უბრალოდ პასუხის გაცემის საშუალებას არ გვაძლევდა. შესაბამისად, როდესაც ასეთი ფასეულობების მატარებელი ადამიანები გვიდგენენ სტანდარტს სიმართლის, სამშობლოს სიყვარულის, ოკუპაციის, სამართლიანობის, ეს რა თქმა უნდა მიუღებელია. როგორც მინიმუმ, ეს არ არის ევროპული საქართველო, სხვა რაღაცაა. ჩვენ ამ ხალხს უნდა ვანახოთ ნამდვილი ევროპული ფასეულობები და პირველ რიგში უნდა ვიყოთ მომთხოვნები ჩვენი თავის წინაშე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)