|
2019-09-07 11:37:19, 1887 ნახვა
კომენტარი
გახარია - ეს შეიძლება იყო გავრილოვის დღე, თუმცა ეს იყო პარლამენტის შენობაზე შტურმის ღამე
„ეს შეიძლება იყო გავრილოვის დღე, თუმცა ეს იყო ერთმნიშვნელოვნად პარლამენტის შენობაზე შტურმის ღამე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ტერმინი დავამკვიდროთ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მთავრობის შემადგენლობის პარლამენტში ყოფნა და კითხვებზე პასუხის გაცემა ადასტურებს, თუ რამდენად არიან თავიანთ სიმართლეში დარწმუნებულები. „ჩვენ რა თქმა უნდა გვესმის ყველაფერი, რაც ამ დღესთან არის დაკავშირებბული, თუმცა ერთმნიშვნელოვნად გვაქვს პოზიცია, რომ ეს შეიძლება იყო გავრილოვის დღე, თუმცა ეს იყო ერთმნიშვნელოვნად პარლამენტის შენობაზე შტურმის ღამე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ტერმინი დავამკვიდროთ. იმ ღამეს განსაკუთრებით უკანონო არცერთი ბრძანება არ გაცემულა. ამაზე ჩვენ ვიღებთ სრულად პასუხისმგებლობას და როდესაც ვიღებთ დამატებით პასუხისმგებლობას იმის სახით, რომ ვზივართ დღეს აქ თქვენს წინაშე და პასუხებს ვცემ თქვენს კითხვებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამდენად ვართ ჩვენს სიმართლეში დარწმუნებულები. ამას გამოძიებაც დაადასტურებს, დროც და პოლიტიკური შეფასებებიც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)