|
2019-09-06 18:33:24, 2855 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო გამოფენაზე Riga Food 2019 ქართული პროდუქციაა წარმოდგენილი
ლატვიის დედაქალაქი კვების მრეწველობის ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენას Riga Food 2019 მასპინძლობს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლატვიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, უკვე წლებია, ქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში საქართველოც მონაწილეობს. საქართველოს სტენდზე ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, კასპარს გერჰარდსს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა მაისურაძემ უმასპინძლა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქართული პროდუქციის ევროპის ბაზარზე პოპულარიზაცია და საექსპორტო არეალის გაფართოება. საერთაშორისო გამოფენები კარგი შესაძლებლობაა ქართული კომპანიებისთვის საკუთარი პროდუქცია წარუდგინონ დამთვალიერებლებს, მოიძიონ პარტნიორები და დაამყარონ საქმიანი კონტაქტები, რაც საერთო ჯამში, ხელს შეუწყობს ქართული წარმოების განვითარებას“, - აღნიშნა თეა მაისურაძემ. წელს, ქართულ სტენდზე საკუთარი პროდუქცია 14-მა ქართულმა კომპანიამ (მურაბელა, კულა, ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი, EU-GS STANDART GmbH, კორპორაცია ქართული ღვინო, მეღვინეობა ბესინი, ნინო მერის მარანი, შილდა, ბალავარი, მელიქტონი ჩიფსი Frixx, შატო ატენი, ჩელთი, ამოსა, Alpha Group) წარმოადგინა. სურსათის, სასმელების, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების, HORECA და მაღაზიების აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა Riga Food 2019, 4-7 სექტემბერს იმართება. გამოფენაში მსოფლიოს 37 ქვეყნის 720-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს. მომავალი წელი გამოფენისთვის საიუბილეოა. 2020 წელს, საერთაშორისო გამოფენა Riga Food ოცდამეხუთედ გაიმართება.
(NS)
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)