|
2019-09-05 12:08:21, 2089 ნახვა
კომენტარი
ჯაფარიძე ღარიბაშვილს: შენ და მეორე ირაკლიმ, რომელიც ვითომ ქვეყანაზე ზრუნავს, გადაა...თ ერთმანეთს
„ბიბლიურ თავისუფლებასთან“ დაკავშირებით თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე ეხმაურება. „ცოტა ხნის წინ პარლამენტში თქვი ბიბლიური თავისუფლება სექტაა, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებასო. 8 წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს ვიცი. ამიტომ, იმედი მაქვს ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია, რომელიც ასავალ-დასავალის მკითხველ ელექტორატზეა გათვლილი. ასეთ შემთხვევაში, შენ და მეორე ირაკლიმ, რომელიც ასევე ვითომ ქვეყანაზე ზრუნავს, გადაა...თ ერთმანეთს. მაგრამ, თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო - ასავალ-დასავალში გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლეთან“, - წერს ჯაფარიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „გირჩის“ საქმიანობა სახელმწიფოსა და ჯარის ძლიერებას საფრთხეს უქმნის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)