22:23 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-02 13:02:57, 1281 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: როგორც ევროკავშირი, ისე ნატო, დღეს შავი ზღვის რეგიონს მიიჩნევს როგორც უმთავრეს პრიორიტეტს

ჩვენი მთავარი გზავნილი პარტნიორების მიმართ იყო, რომ წარმოუდგენელია, ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახს ჰქონდეს მდგრადი უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე, ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის დიდი მიღწევა, რომ როგორც ევროკავშირი, ისე ნატო, დღეს შავი ზღვის რეგიონს მიიჩნევს როგორც უმთავრეს პრიორიტეტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, პარალელურად, ვითარდება და ღრმავდება ნატოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა.

„დღეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა.

ამაზე მეტყველებს: გაზრდილი საერთო სამხედრო წვრთნების ინტენსივობა; პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების ფაზის განხორციელება მოხდა სრულად ქართველი სამხედროების მიერ. ეს არის საქართველოს აღიარება, როგორც ნატოს ღირსეული პარტნიორის, რომელიც მზად არის, გახდეს ალიანსის წევრი ქვეყანა; საქართველოს ჩართულობა და როლი ნატოს ოპერაციებში; კონცეფცია  - „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში"; ნატოს სტანდარტებთან სრული თავსებადობა", - აცხადებს მამუკა ბახტაძე.

მისი თქმით, ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის დაგეგმილია მნიშვნელოვანი რეფორმები.

„გამოვყოფ რამდენიმე მათგანს - ტოტალური თავდაცვის კონცეფცია; სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სისტემური რეფორმა; სამხედროებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება (მათ შორის, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბინათმშენებლობის პროექტი)", - აცხადებს მამუკა ბახტაძე.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics