13:44 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-31 13:40:44, 1607 ნახვა

რეგიონი
„საქართველოს პროვოკაციულ ქმედებს მიაქციეთ ყურადღება“ - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.საელჩო საერთაშორისო სტრუქტურებს მიმართავს

მოსკოვში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საელჩომ რუსეთში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ასევე შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციას სოფელ ჩარჩანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მიმართა.

ინფორმაციას "სპუტნიკ ოსეტია" ავრცელებს. 

"მათ უხეშად დაარღვიეს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი ზნაურის რაიონის სოფელ უისტას შემოგარენში. საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურებმა დაიწყეს საინჟინრო-საფორტიფიკაციო სამუშაოები საქართველოს პოლიციის ე.წ. საგუშაგოს განსათავსებლად, რამაც დაძაბულობის გრადუსი ძალიან საშიშ დონემდე აიყვანა. 

ჩვენ საქართველოსთან ურთიერთობების მოგვარების სამშვიდობო მეთოდების მომხრენი ვართ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო სტრუქტურებს სერიოზული ყურადღება მიაქციონ საქართველოს მოქმედებებს, თუმცა ვიტოვებთ უფლებას ჩვენი ტერიტორია და მოქალაქეები აგრესორისგან დავიცვათ. საქართველოს დღევანდელი საშიში მოქმედები, ასევე გამომდინარეობს იქიდან, რომ ოფიციალურ თბილისს კონტრპროდუქცტიული პოზიცია აქვს, რომელიც ძალზედ საშიშია. 

სამხრეთ ოსეთის მხარემ საქართველოს პროვოკაციული მოქმედებების მიმართ მტკიცე პროტესტი გამოხატა და კარტოგრაფიულ და სხვა მასალებზე დაყრდნობით ოფიციალური თბილისის მოქმედებების პროვოკაციული ხასიათი აჩვენა“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics