11:51 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-30 18:35:20, 1534 ნახვა

რეგიონი
ჯიოევი: ქართული საგუშაგო, რომლის არსებობაც ძაბავს ვითარებას, უნდა მოიხსნას - ქართული მხარე დათმობაზე ჯერ არ წამოვიდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური მოგვარების საკითხებში მურატ ჯიოევი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ცხინვალს მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვს და ეს ქართული მხარის საგუშაგო აღებაა. 

როგორც ჯიოევმა ერგნეთში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ქართული მხარე დათმობაზე არ მიდის. 

"ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი მოთხოვნა - რომ საგუშაგო, რომელიც სიტუაციას ამწვავს, აიღონ. ქართული მხარე დათმობაზე არ მიდის, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ ჩამოყალიბებული არგუმენტები ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ ვამბობთ, რომ საუბარია მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, მაშინ დადგან საგუშაგო თავიანთ ტერიტორიაზე, რა შუაშია აქ ჩვენი სოფელი. რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ, შევთანხმდით იმაზე, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს. შევთანხმდით, რომ მორიგი ტექნიკური შეხვედრა 2 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში გაიმართება. ცხინვალს აქვს ძალიან მკაფიო და უცვლელი პოზიცია, რომ საგუშაგო არ უნდა დაიდგას, რადგან ის სიტუაციის დეესკალაციას უწყობს ხელს", - განაცხადა მურატ ჯიოევმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics