23:25 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-27 13:42:10, 1881 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე: R2-ის გაჩუმების მერე, ახლა ცდილობენ, მაქსიმალური პრობლემები „ტვ პირველს“ შეუქმნან

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე "ტვ პირველის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის თავმჯდომარე ბიძია ივანიშვილი მედია საშუალებებზე გავლენის მოხდენას ცდილობს. 

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ხელისუფლების ნებისმიერი მცდელობა მედია საშუალებებზე გავლენის მოხდენის წარუმატებელი იქნება. 

"ხელისუფლბამ 20 ივნინის მერე, ნახა, რომ მოსახლეობამ პრაქტიკულად გადაწყვეტილება მიიღო, რომ 2020-ში ესენი გაუშვან სახლში. ერთადერთი იმედი რაც დარჩა ბიძინა ივანიშვილს, არის რომ გააჩუმოს მედია საშუალებები, რათა თავისი ალტერნატიული "სიმართლე" შესთავაზოს მოსახლეობას და ამ მორიგი ძალადობის ტალღით იქნება გავიდეს ფონს. სწორედ ამიტომ, "რუსთავი 2"-ის, მათი აზრით გაჩუმების მერე, ახლა ისინი, ცდილობენ, რომ მაქსიმალური პრობლემები შეუქმნან "ტვ პირველს". ეს პროცესი მარტივი არ იქნება. ყველა მცდელობა საერთო ჯამში იქნება წარუმატებელი. რაც უფრო გაამწვავებენ ვითარებას, მით უფრო მწვავე იქნება მათთვის ხელისუფლების დათმობა", - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

ცნობისთვის, "ტვ პირველის" დამფუძნებლის ვახტანგ წერეთელის მამას, ავთანდილ წერეთელს "ტიბისი ბანკის" საქმეზე ბრალი წარუდგინეს. დღეს სასამართლოში ავთანდილ წერეთელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო იმსჯელებს. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics