18:56 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-27 10:44:21, 5027 ნახვა

მსოფლიო
ბრაზილია ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად G7-ის მიერ შეთავაზებულ თანხაზე უარს ამბობს

ბრაზილიის მთავრობა ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ შეთავაზებულ თანხაზე უარს ამბობს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, უცნობია თუ რა მიზეზის გამო ბრაზილიელი მაღალჩინოსნები უარს აცხადებენ ფინანსური დახმარების მიღებაზე.

როგორც ბრაზილიის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ონიქს ლორენცონიმ განაცხადა, ქვეყანა ცეცხლის ჩაქრობის ხელშეწყობისთვის 44 ათას ჯარისკაცს გაგზავნის ამაზონის ტყეებში. 

„მადლობა, მაგრამ ეს რესურსი შესაძლოა უფრო მართებული იყოს ევროპაში ტყეების გაშენებისთვის. მაკრონს ისიც კი არ შეუძლია, რომ მსოფლიო მნიშვნელობის ტაძარში ხანძრის გაჩენა აღკვეთოს. ახლა კი, მას სურს ჩვენს ქვეყანას ჭკუა ასწავლოს?!ბრაზილიას შეუძლია ნებისმიერ ერს ასწავლოს, თუ როგორ უნდა დაიცვა ტყეები", - დასძინა ლორენცონიმ. 

ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ამაზონის ხანძართან გასამკლავებლად 22 მილიონ დოლარს გამოყოფენ

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics