21:27 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-09 15:13:23, 705 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით კეზერაშვილს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილულ იქნა ბრალდებულ დავით კეზერაშვილისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი.

მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და გამოძალვისთვის ბრალდებულ დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დავით კეზერაშვილს ბრალი ედება მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევაში. კერძოდ, ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესწილების მესაკუთრისთვის გამოძალვაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ  ამჟამად ინტერპოლის წითელი ცირკულარით დავით კეზერაშვილის მიმართ   წარმოებს საერთაშორისო ძებნა“, – აცხადებენ პროკურატურაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics