|
2015-07-08 10:28:20, 663 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკა დაიწყო
სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯნდაცვის ცენტრმა C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე, სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციართა თანაგადახდის უზრუნველყოფა დაიწყო. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ იმ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში დაუფინანსდებათ 70%-ი, ხოლო აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ,,დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკა” ქვეპროგრამის ფარგლებში – 30%-ით. სხვა მოსარგებლეს „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში დიაგნოსტიკა დაუფინანსდებათ 30%-ით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ,,დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკა” ქვეპროგრამის ფარგლებში კი – 60%-ით. პაციენტთა მხრიდან თანაგადახდა შეადგენს მხოლოდ 10%-ს. ღონისძიების – ,,C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკა“, მოსარგებლეებს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე (ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში), გარდა ქალაქ ბათუმისა. ღონისძიებით გათვალიწინებული მომსახურება ხორციელდება სამედიცინო ვაუჩერის საშუალებით, რომელსაც გასცემს სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამაში” ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში წარსადგენად. სამედიცინო ვაუჩერის ფორმას, გაცემისა და გამოყენების წესს განსაზღვრავს და ამტკიცებს სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. ღონისძიების – ,,C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკი“–ს ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს უკვე მომართა 70–მა ბენეფიციარმა.
GITA-ს ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
თურქეთი ერთიან ევროგადახდების სივრცეში გაწევრიანებას გეგმავს
1000 დღე ომის დაწყებიდან - თელ-ავივში მრავალათასიანი აქცია გაიმართა
საქართველოს ბანკის YouTube პროექტი „Creator ჩემპიონატი” გრძელდება - არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)