|
2015-07-07 16:07:06, 622 ნახვა
საზოგადოება
ნიკა ანთიძე სვეტიცხოველში დაგებულ ფილებზე: ამაზე ადეკვატური რეაგირება იქნება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთიძის მტკიცებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარის ცენტრალურ ნაწილში თანამედროვე ფილების დასაგებად ნებართვა მის სააგენტოს არ გაუცია. როგორც ანთიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, ის საპატრიარქოს ხელოვნებისა და რესტავრაციის საბჭოსთან შეხვედრას გეგმავს და ტაძარში თანამედროვე ფილების დაგების საკითხზე ადეკვატური რეაგირება იქნება. „ფილების დაგება მაშინ მოხდა, როცა ვახტანგ გორგასლის საფლავის ქვა გამოცვალეს. ამაზე ნებართვა ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, გაცემული არ არის და, შესაბამისად, ადეკვატური რეაგირება იქნება. ხვალ საზღვარგარეთიდან თბილისში დავბრუნდები და ვაპირებ საპატრიაქროს ხელოვნებისა და რესტავრაციის საბჭოს შევხვდე. ვგეგმავ საპატრიარქოსთან ერთად კონკრეტული ჯგუფი შევქმნა, რის შემდეგაც გარკვეულ ღონისძიებებს მივმართავთ, რადგან რაც მანდ განხორციელდა, საფლავის ქვის გადაკეთება და ფილების დაგება, ჩვენთან შეთანხმებული არ იყო“, - აღნიშნა ანთიძემ. მას არ აქვს ინფორმაცია, ვისი ნებართვით მოხდა სვეტიცხოველში თანამედროვე ფილების დაგება. ანთიძის თქმით, საპატრიაქროსთან ერთად შეფასდება, თუ რამდენად ჯდება დაგებული ფილები ტაძრის ინტერიერში. „ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, ვის შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა, რადგან, ჩვენ მონიტორინგს ხშირად ვაწარმოებთ, მაგრამ ეტყობა ძალიან ფორსირებულ დროში მოხდა ამის გაკეთება. იქ კი არ ვკრძალავთ რამეს, უბრალოდ ყველაფერი უნდა იყოს მეცნიერულად აწონ-დაწონილი, სპეციალისტებთან შეთანხმებული, თუ როგორი ქმედებები შეიძლება განხორციელებულიყო. პირველ რიგში საპატრიარქოსთან ერთად შეფასდება ეს, თუ რამდენად ღირებულია, ანუ რამდენად ჯდება ტაძრის ინტერიერში. თუ არ ჯდება - გამოსავალზე ვიმსჯელებთ, თუმცა, მე ეჭვი მეპარება ჯდებოდეს. დავუშვათ ისეთი რამეა, რომ კარგად და სპეციალისტის მიერ არის გაკეთებული, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, მეორედ აღარ მოხდეს ძეგლთა დაცვის სააგენტოს გარეშე ასეთი ქმედებების განხორციელება. ჩვენ შევხვდებით საპატრიარქოს და მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ნიკა ანთიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში. ცნობისთვის, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა ინფორმაცი და შესაბამისი ფოტოებიც, რომ მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, იატაკის მოსაპირკეთებელი თანამედროვე ფილებია დაგებული.
GITA-ს ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
თურქეთი ერთიან ევროგადახდების სივრცეში გაწევრიანებას გეგმავს
1000 დღე ომის დაწყებიდან - თელ-ავივში მრავალათასიანი აქცია გაიმართა
საქართველოს ბანკის YouTube პროექტი „Creator ჩემპიონატი” გრძელდება - არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)