18:45 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-27 11:56:52, 4344 ნახვა

მსოფლიო
ტრამპს შეუძლია, მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად პენტაგონის ბიუჯეტიდან 2.5 მილიარდი გამოიყენოს

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის ინიციატივას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლომ დაასკვნა, რომ ტრამპს მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად პენტაგონის ბიუჯეტიდან 2.5 მილიარდი დოლარის გამოყენება შეუძლია.

მედიის ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება 5-მა მოსამართლემ მიიღო, 4 კი, წინააღმდეგი იყო. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ ინიციატივას, კონსერვატორული ხედვებით გამოირჩევიან. 

შეგახსენებთ, აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის საკითხი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი დაპირება იყო. თებერვლის შუა რიცხვებში თეთრი სახლის პრეზიდენტმა საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ცნობისთვის, კედლის მშენებლობის დაფინანსებასთან დაკავშირებულმა უთანხმოებამ 35-დღიანი, ამერიკსი ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ე.წ. შათდაუნი გამოიწვია, როდესაც პრეზიდენტმა ბიუჯეტზე ხელის მოწერაზე უარი თქვა და უწყებები დაფინანსების გარეშე დატოვა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics