20:43 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-19 14:59:19, 2921 ნახვა

ეკონომიკა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მადლობის ჯილდო გადაეცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კვლევითი ინტიტუტისგან ISET მადლობის ჯილდო გადაეცა.

დაჯილდოვების ცერემონიალი პროექტის ,,რეფორმეტრი" მე-3 ფაზის შემაჯამებელი ღონისძიების  ,,რა შეიცვალა ხალხისთვის?“ ფარგლებში გაიმართა.

აღნიშნული პროექტის განხორციელების პროცესში, სააგენტოსთან ,,აწარმოე საქართველოში“ აქტიური თანამშრომლობით, კვლევითმა ინსტიტუტმა  ISET   "მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის შესახებ“ კვლევა განახორციელა.

კვლევის პროცესში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო კომპონენტის ბენეფიციარები გამოიკითხნენ. 

პროექტი „რეფორმეტრი“ კვლევითი ინსტიტუტის ISET, USAID G4G-ისა და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანი ეკონომიკური რეფორმების პროგრესის ანალიზი და რეფორმით დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობაა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics