|
2019-07-10 11:07:49, 1696 ნახვა
სამართალი
უგულავა: გახარია „გავრილოვის ღამის“ გამოძიებას ბარონ მიუნჰაუზენივით აპირებს
„გახარია „გავრილოვის ღამის“ გამოძიებას ბარონ მიუნჰაუზენივით აპირებს, ანუ საკუთარი თავისთვის ქეჩოზე მოკიდებით ჭაობიდან ამოყვანას, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გამოძიება განწირულია“, - ასე შეაფასა სასამართლოში გამოკითხვაზე მისულმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ 20 ივნისის გამოძიების მიმდინარეობა. უგულავა მიიჩნევს, რომ შს მინისტრს, გიორგი გახარიას გამოძიება იმ მიმართულებით მიჰყავს, რომ თავი აარიდოს პასუხს კითხვაზე, თუ ვინ გასცა აქციის დარბევის ბრძანება. „იმ პირობებში, როდესაც გახარია 20 ივნისის, გავრილოვის ღამის გამოძიებას ბარონ მიუნჰაუზენივით აპირებს, ანუ საკუთარი თავისთვის ქეჩოზე მოკიდებით ჭაობიდან ამოყვანას, ეს იმას ნიშნავს, რომ იმთავითვე, ეს გამოძიება განწირულია. ჩვენ ვხედავთ, რომ მას გამოძიება საერთოდ სხვა მიმართულებით მიჰყავს და, რეალურად, არ აპირებს გასცეს პასუხი კითხვას თუ ვინ გასცა ბრძანება სისხლიან დარბევაზე, ვინ ესროლა მაკო გომურს და თუნდაც ნებისმიერს მოქალაქეს, რომლებმაც მზერა დაკარგეს, დასახიჩრდნენ და სიცოცხლისთვის იბრძვიან. ეს მიმართულება საერთოდ ჩაგდებულია. ასევე, გამოსაძიებელია ისიც, როგორ მოხდა ისე, რომ თავად გახარიას ინიციატივით უნდა შემდგარიყო შეხვედრა და ყველა წინაპირობა იყო შექმნილი სიტუაციის განსამუხტად, მაგრამ ამის ნაცვლად ვიხილეთ მომიტინგეებისთვის გაზის ტყვიების დაშენა. ეს არის ის თემები, რომელიც აუცილებლად უნდა დამაგრდეს სამართლებრივად დღეს, იმისათვის, რომ ხვალ, როცა მეტნაკლებად იქნება შესაბამისი სიტუაცია, ამ კითხვებზე გაეცეს პასუხი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)