|
2019-07-09 17:12:40, 1615 ნახვა
ეკონომიკა
არველაძე: ბათუმში დაგეგმილი საინვესტიციო ფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმაა
11 ივლისს, ბათუმში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი გაიმართება, რომელშიც საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნეს გაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ გააცნო. „ის ფაქტი, რომ ფორუმზე დარეგისტრირდა 400-ზე მეტი მონაწილე და მას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნების სამთავრობო უწყებების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას როგორც საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებით, ასევე საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობების კუთხით“, - განაცხადა გენადი არველაძემ. მინისტრის მოადგილის თქმით, ფორუმი კარგი საშუალებაა, რომ საერთაშორისო ინვესტორები გაეცნონ კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს. „აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი მნიშვნელოვანია, როგორც კიდევ ერთი პლატფორმა საქართველოს და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამასთან, ის იძლევა აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საშუალებას. დარწმუნებული ვართ, რომ ფორუმი საქართველოში როგორც ევროკავშირის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ინვესტიციების მოსაზიდად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, - აღნიშნა არველაძემ. აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საერთაშორისო ფორუმი ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში" გაიმართება და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახსნის. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია სამი სესია, სადაც ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ვაჭრობის საკითხებზე იმსჯელებენ. ფორუმის პირველ სესიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მონაწილეობს. ღონისძიება ევროკომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული მმართველობისა და ეკონომიკის ცენტრის თანაორგანიზებით იმართება.
(NS)
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
N1 ქსელი სამოგზაუროდ - "სელფის" როუმინგის კამპანია -ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)