13:20 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-04 14:23:51, 680 ნახვა

საზოგადოება
ჟურნალისტებმა სასჯელაღსრულების N3 დაწესებულება დაათვალიერეს

ბათუმში, სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში სამედიცინო აქციის ფარგლებში მედიატური ჩატარდა.

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" აჭარი ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, სამინისტროს სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა თამთა დემურიშვილმა ჟურნალისტებს დაწესებულებაში სამედიცინო კუთხით არსებული მდგომარეობა გააცნო.

მისი განმარტებით, სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში განახლდა აფთიაქი, რომელის მედიკამენტებით აღიჭურვა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, თვეში ერთხელ გეგმიურად მიმდინარეობს. აფთიაქში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის 500-მდე დასახელების მაღალი ხარისხის მედიკამენტია ხელმისაწვდომი.

მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს ადგილზე ეწევათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალი 24 საათის განმავლობაში მორიგეობს.

სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა, დაწესებულებაში დამონტაჟებულია კონდენციონერები. პატიმრებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ბიბლიოთეკაში არსებული სხვადასხვა სახის ლიტერატურით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics