|
2019-06-30 12:56:16, 2099 ნახვა
სამართალი
N 11 დაწესებულებაში ჩხუბის გამო მისი დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა
N 11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო პენიტენციური დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა. „27 ივნისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრს ეთხოვა ნებართვა N11 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გათავისუფლებაზე, კანონით დადგენილი წესით. 29 ივნისს იუსტიციის მინისტრის მიერ გაიცა თანხმობა დაწესებულების დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში. ინციდენტი ბავშვთა პენიტენციურ დაწესებულებაში - დაჭრილია ერთი მსჯავრდებული, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მდგომარეობა სტაბილურია. ის უკვე მოინახულეს ოჯახის წევრებმა. ყბის მოტეხილობის გამო, ამ ეტაპზე ექიმები ქირურგიულ ოპერაციას გეგმავენ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)