|
2019-06-27 21:41:17, 1630 ნახვა
კომენტარი
გახარია: ის, რომ პოლიციამ დაიწყო მშვიდობიანი აქციის დარბევა, სიმართლეს არ შეესაბამება
„როდესაც პოლიციას ვიღაცა ადანაშაულებს იმაში, რომ მათ დაიწყეს მშვიდობიანი აქციის დარბევა, ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. გახარია აღნიშნავს, რომ პარლამენტის წინ აქციის მიმდინარეობისას 22:00-დან 00:00 საათამდე პოლიციის კორდონიდან მოქალაქეებმა 30 პოლიციელი გაიტაცეს. „19:00-დან 22:00 საათამდე ეს აქცია აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო. 22:00 საათიდან 00:00 საათამდე პოლიციელებს ჰქონდათ ერთადერთი საშუალება - მხოლოდ და მხოლოდ ფარებით გაეწიათ წინააღმდეგობა იმ თავდასხმებზე, რომელსაც ახორციელებდნენ. ამ დროის განმავლობაში , ამ კორდონიდან, იმიტომ, რომ მათ არ ჰქონდათ უფლება მიცემული გამოეყენებინათ რაიმე სახის სპეცაღჭურვილობა, გატაცებული იყო 30 პოლიციელი, რომელთა მდგომარეობა მათმა კოლეგებმა არც იცოდნენ, ისე იყო ეს ხალხი აქციის მონაწილეების მიერ გატაცებული. ღამის 2 საათამდე პოლიციას არ დაუტოვებია პარლამენტის პერიმეტრი. როდესაც პოლიციას ვიღაცა ადანაშაულებს იმაში, რომ მათ დაიწყეს მშვიდობიანი აქციის დარბევა, ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. ღამის 2 საათამდე პოლიციას პარლამენტის პერიმეტრი არ დაუტოვებია, ისინი ერთი ნაბიჯით წინ არ წამოსულან, არ გასულან პარლამენტის პერიმეტრს მიღმა და, ლოგიკურად, ისინი ვერავის თავს ვერ დაესხმეოდნენ. ღამის 2 საათამდე ეს ხალხი აკეთებდა მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს: იცავდა პარლამენტის შენობას და როგორც შეძლებდა, იცავდა ერთმანეთს და საკუთარ თავს ჯგუფური, ორგანიზებული თავდასხმებისგან. რა თქმა უნდა, უკიდურესად მძიმეა იმის გააზრება, რომ ამ ღონისძიების დროს ჩვენ გვყავს უამრავი რიგითი მოქალაქე დაშავებული. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებზე ზრუნვა ჩვენი მუდმივი ვალდებულება იქნებ , - არ ვსაუბრობ პერსონალურ ემოციებზე, ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა. მაგრამ, სახელმწიფოს ერთმნიშვნელოვანი ვალდებულებაა, ასევე, რომ იზრუნოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, იზრუნოს კონსტიტუციაზე და არ მისცეს საშუალება ორგანიზებულ, ფიზიკურად მოძალადე ჯგუფებს ხელჰყონ ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტები, როგორიცაა პარლამენტი. ჩვენ თუ ამაზე არ შევთანხმდით, ჩვენი დემოკრატიული განვითარების შინაარსი საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)