12:03 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 19:24:53, 1191 ნახვა

კომენტარი
პრემიერი ენმ-ზე: ელოდნენ, რომ ვიღაცას ფეხი დაუცდებოდა და დიახ, სამწუხაროდ ჩვენ ფეხი დაგვიცდა

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 20-21 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს. 

როგორც პრემიერმა დღეს მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, მოქალაქეებმა რუსი დეპუტატების ვიზიტთან და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებასთან დაკავშირებიტ გულრწფელი პროტესტი ჰქონდა, თუმცა "ნაცმოძრაობამ" ეს პროტესტი სათავისოდ გამოიყენა. 

"7 წელია, ისინი ჩაუსაფრდნენ საკუთარ ქვეყანას და ხალხს. ისინი ელოდნენ, რომ ვიღაცას ფეხი დაუცდებოდა და დიახ, სამწუხაროდ ჩვენ ფეხი დაგვიცდა. მიუხედავად იმისა, რომ მართლაც ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს იყო სრულიად მიუღებელი ნებისმიერი ქართველისთვის. ერი რომელიც მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში იბრძვის მთავარი ფასეულობისთვის - თავისუფლებისთვის, ეს იყო უმძიმესი სანახავი. ამან გამოიწვია გულწრფელი პროტესტი ჩვებს მოქალაქეებში და თითოეული ჩვენთაგანი არის ამ პროტესტის სოლიდარული. ჩვენ იმავე დღეს მივეცით ამას ძალიან მკაცრი რეაქცია. ეს ასამბლეა თუ კონფერენცია იქნა შეწყვეტილი და ყველა დელეგაციამ დატოვა თბილისი. შემდეგ, საღამოს, ჩვენ ამავე დროს ვიხილეთ გულწრფელი პროტესტი ჩვენი მოქალაქეების. ამავე დროს ვიხილეთ, რომ დესტრუქციული ძალა ჩაერთო და ყველამ დაინახა, რომ ეს ძალა ცდილობდა თავისი პროვოკაციული მიზნებისთვის გამოეყენებინა ეს პროტესტი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics