|
2019-06-25 16:17:06, 1205 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე: შეასრულეთ ხალხის მოთხოვნა თუ არ გინდათ, გახარიას გადარჩენას მშვიდობა გადააყოლოთ
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, მოქალაქეების მოთხოვნა შეასრულოს და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადააყენოს. ვაშაძის შეფასებით, ნაცვლად იმისა, რომ მმართველ გუნდს 20 ივნისის ღამეს განვითარებულ პროცესებზე ემსჯელა, ისინი ოპოზიციას ესხმიან თავს. „დღეს სახალხო პროტესტის მეექვსე დღე არის და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს იმედი გვქონდა, რომ პარლამენტის პირველივე სხდომაზე იმ საკითხების განხილვა დაიწყებოდა, რაც საქართველოს მოქალაქეს ასე მტკივნეულად აღელვებს. ამის მაგივრად ვნახეთ ჯერ ძალადობრივი, უნიჭოდ დადგმული პროვოკაცია, შემდეგ ასევე უნიჭოდ დადგმული ზეიმი, რომელსაც იმასთან რაც დღეს საქართველოში ხდება არავითარი კავშირი არ ჰქონდა. ყველაზე სავალალო არის ის რომ ძალადობა დღეს პარლამენტში, რომლის მიზანიც ოპოზიციონერი დეპუტატები იყვნენ, სინამდვილეში განხორციელდა საქართველოს მოქალაქეზე. 7 წელია სახელმწიფო სისტემურ კრიზისშია, 7 წელია ჩვენ გვაქვს ერთ პარტიული დიქტატურა. გაერთიანებული ოპოზიციის სახელით მინდა ვკითხო აი ამ პიროვნებებს ვინც დღეს საკანონმდებლო ორგანოში ისხდნენ, როგორ არ მოგაფიქრდათ არც ერთ თავში რომ დაზარალებულებისთვის ერთი თანაგრძნობის სიტყვა გეთქვათ. რაც გინდათ დაარქვით ამას გინდა მოთხოვნა დაარქვით, გინდა რჩევა დაარქვით, გინდა თხოვნა დაარქვით - არც ერთის არ შეგვეშინდება. რაც შეიძლება სწრაფად შეასრულეთ ხალხის მოთხოვნა და რაც შეძლება სწრაფად გადავიდეთ ამის შემდეგ პოლიტიკურ დიალოგზე. თუ არ გინდათ, რომ თქვენ გაჯიქებას და გახარიას და სხვა დამნაშავეების გადარჩენის მცდელობას გადააყოლოთ სამოქალაქო მშვიდობა. ჩვენ არც რევანში გვჭირდება, არც არეულობა გვჭირდება. მზად ვართ დიალოგისთვის. სხვათა შორის დიალოგისთვის მზად ვიყავით იმ ღამესაც როდესაც გაზი შემოგვასხით სახეში“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)