|
2019-06-08 12:53:36, 2035 ნახვა
კომენტარი
ზაზა სარალიძე: თადუმაძე პირველი შეხვედრისას დამპირდა, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა
ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ TV პირველის ეთერში მიხეილ კალანდიას დაკავებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას საქმის ბოლომდე მიყვანას გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე დაჰპირდა. „პროკურატურაში აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც მომისმინა და შეისმინა. ეს არის ორი ადამიანი. ეს არის გენერალური პროკურორი და ახალი საქმის პროკურორი “,- განაცხადა ზაზა სარალიძემ. მისი თქმით, პირველივე შეხვედრაზე მას შალვა თადუმაძე დაჰპირდა, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა. „თადუმაძეს პირველად რომ შევხვდი, მაშინ თქვა სიტყვა, რომ მე ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე. ბოლოსაც რომ შევხვდი ომით, იყო რაღაც დეტალებზე საუბარი, რომელი დეტალებიც არ გამომიტანია საზოგადოებაში იქიდან გამომიდინარე, სანამ მიხეილ კალანდიას საქმის არსებით განხილვაზე არ გამოჩნდება ყველაფერი, მანამდე თავს შევიკავებ ყველაფრისგან. მაგრამ დღეს უკვე პირდაპირ მოვუწოდებ, რაში სჭირდება ისეთი პროკურორები, რომლებიც დაზარალებულს არც კი უსმენდნენ და არც უსმენენ“,- აღნიშნა ზაზა სარალიძემ.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)