|
2019-05-23 18:22:07, 1318 ნახვა
კომენტარი
თოლორაია არასრულწლოვანი დედის მიერ ჩვილის მკვლელობაზე - ბრალდებულს უფლება აქვს, ჩვენება ყველა ეტაპზე შეცვალოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ მიმდინარე მოვლენებზე მედიის კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა აღაიანში, არასრულწლოვანი დედის მიერ ბავშვის მკვლელობას ეხებოდა. როგორც თოლორაიამ აღნიშნა, რადგან არასრულწლოვანს ეხება, ეს საქმე ფრთხილ გაშუქებას საჭიროებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც ძალიან ფრთხილი ნაბიჯების გადადგმაა არის საჭირო. „ჩვენ გვყავს არასრულწლოვანი რომელიც დღეის მდგომარეობით იმხილება დანაშაულის ჩადენაში. ძალიან ფაქიზი თემაა, ამიტომ ნამდვილად ფრთხილ გაშუქებას საჭიროებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც ძალიან ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო. ამ ფაქტზე გამოძიების დაწყება დაუყოვნებლივ მოხდა. ინფორმაციის გავრცელება ეფუძნებოდა იმ დროისათვის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ვნახოთ, როგორც შეიცვლება სურათი. მე თავს შევიკავებ გამოძიების სხვა დეტალებზე საუბრისგან, იმიტომ, რომ არის ძალიან სენსიტიური თემა. ვიტყვი იმასაც, რომ შეტყობინებაზე რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო შემოსული, თავის დროზე გამოძიება დაწყებული არ ყოფილა, რაზეც, როგორც თქვენთვის ცნობილია, გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა. ერთ თანამშრომელს შეჩერებული აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილება. მოკვლევა გრძელდება და თუ დღის წესრიგში დადგება სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი შინაგან საქმეთა სამინისტრო ამაზეც მოახდენს მკაცრ რეაგირებას. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეფუძნება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, შესაბამისად იმ დროისთვის გავრცელებული ინფორმაცია შეესაბამებოდა ბრალდებულის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ბრალდებულს აქვს უფლება ყველა ეტაპზე შეცვალოს მისი პოზიცია, ყველა ეტაპზე შეცვალოს ჩვენება, შესაბამისად სურათის შეცვლა, ბრალდების აღიარების ან არაღიარების, ან ნაწილობრივ აღიარების კუთხით, ეს არის გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე აბსოლუტურად ბრალდებულის პოზიციაზე დამოკიდებული“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ. ცნობისთვის, 22 მაისს კასპში, არასრულწლოვანმა დედამ 7 თვის შვილი მოკლა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)