11:13 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-22 11:25:37, 1346 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავამ მოლდოველ კოლეგასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა

ევროკავშირი - DCFTA ქვეყნების არაოფიციალური მინისტერიალის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავა მოლდოვის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ჩირილ გაბურიჩს შეხვდა და მასთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა.

 როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მოლდოვას, საქართველოს მსგავსად, 5 წელია, რაც ევროკავშირთან გაფორმებული აქვს ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ორივე ქვეყნის ნორმატიული და მარეგულირებელი ბაზის დაახლოება ევროკავშირის ბაზასთან.

 შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონალურ, მათ შორის, DCFTA ფორმატებში.

 კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მინისტრებმა ისაუბრეს, შეეხებოდა თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში. მოლდოველმა კოლეგამ ნათია თურნავასთან საქართველოში ტურიზმის განვითარების გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს შემთხვევა მოლდოვისთვის სამაგალითოა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კლინიკაში გარდაიცვალა 3 წლის ბავშვი, რომელსაც გორში ავტომანქანა დაეჯახა, მანამდე დაიღუპა დედაც
ევროკავშირმა სანქციები დაუწესა უკრაინელი პატიმრების მიმართ ძალადობაში მონაწილე 15 ადამიანს
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანში მდებარე სამიზნეებზე დარტყმების ახალი სერია დაასრულეს
აფეთქებები ირანის შვიდ ქალაქში და სამ კუნძულზე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics