|
2019-05-19 23:16:11, 1147 ნახვა
კომენტარი
ჟვანია: შეუძლებელია საარჩევნო კომისიამ დათვალოს ხმები, როცა ხდება ჟურნალისტების მხრიდან ხელის შეშლა
„ვთხოვ ჟურნალისტებს ნუ გაცდებიან საკუთარ უფლება-მოსილებებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში და აცადონ კომისიას, რომ ზუსტად ასახონ ამომრჩევლის ნება“, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა. ჟვანია ზუგდიდის 86-ე საარჩევნო უბნიდან ჟურნალისტების გამოძევების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი მედიის წარმომადგენელი ხმების დათვლის პროცესს ხელს უშლის. მისივე განმარტებით, კენჭის ყრის ადგილზე ფოტო-ვიდეო გადაღებას კანონით დადგენილი წესები აქვს. „მინდა ძალიან მოკლე განმარტება გავაკეთო იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც ამ წუთებში ჩვენ ვიხილეთ ტელევიზიით. „რუსთავი 2“-ის ეთერში პირდაპირ გადაიცემოდა ზუგდიდის 86-ე უბნიდან რეპორტაჟი, როდესაც წარმომადგენელმა მე, პირადად დამირეკა განმარტების გასაკეთებლად. თუ რა ხდებოდა საარჩევნო უბანზე და ჟურნალისტის ქმედება ჯდებოდა თუ არა კანონმდებლობით დადგენილ პროცედურაში და რატომ ხდებოდა ჟურნალისტის გაძევება. სამწუხაროდ, მე არ მომცა საშუალება აღნიშნულ ფაქტზე გამეკეთებინა სამართლებრივი შეფასება და მსურს გამოვიყენო ეს საშუალება და მივმართო ყველას. შეუძლებელია ამ პირობებში საარჩევნო ადმინისტრაციამ დათვალოს ხმები, როდესაც მის საქმიანობაში ხდება ასეთი ტიპის ჩარევა. ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭის ყრის დროს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი. დაუშვებელია ინტერვიუს აღება, კომენტარის აღება და გაკეთება კენჭის ყრის დღეს საარჩევნო უბანში და ამას ჟურნალისტი არ უნდა ახორციელებდეს. ინტერვიუს აღებას აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი. ერთის მხრივ, ჩვენ ვნახეთ ჟურნალისტის მცდელობა, რომ აეღო ინტერვიუ და მეორეს მხრივ, ხელი ეშლებოდა ხმების დათვლის პროცესს. რაც შეეხება, უბნის დატოვების ფაქტს, კომისია კომისიურად იღებს გადაწყვეტილებას, იმ პირის მიმართ, ვინც უშლის ხელს ხმის დათვლის პროცესს. ჟურნალისტმა ნებსით ან უნებლიეთ დაარღვია კენჭისყრის შენობაში მისი ქმედებითი უფლება-მოსილება გადააჭარბა და ამავდროულად, ხელი ეშლებოდა ხმის დათვლის პროცესს. მე მინდა მივმართო კომისიებს, ხელი შეუწყონ კანონით დადგენილ ვადებში თითოეულ ჩართულ მხარეს, ეს იქნება ჟურნალისტი, დამკვირვებელი, თუ კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი, რომ მათ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თავისუფლად შეძლონ ხმის დათვლის პროცესის დაკვირვება. თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება უფლება-მოსილების გადამეტება ამისთვის, არსებობს კანონით განსაზღვრული ზომები. ვთხოვ ჟურნალისტებს, დამკვირვებლებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, ნუ გაცდებიან საკუთარ უფლება მოსილებებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში და აცალონ კომისიას, რომ ზუსტად ასახონ ამომრჩევლის ნება“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)