10:50 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-15 16:57:20, 1069 ნახვა

რეგიონი
იუსტიციის მინისტრმა შუახევში 65-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შუახევში 65-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. მინისტრმა შუახევის მოსახლეობასა და სტუმრებს ახალი ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ წელს საზოგადოებრივი ცენტრები ხულოსა და ქედაშიც გაიხსნება.

საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის საჯარო სერვისი, რომლებიც იუსტიციის სახლებში გაიცემა, ასევე, კომპანია „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურება.

შუახევის საზოგადოებრივი ცენტრი შუახევის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის (სხეფი, ჩანჩხალო, დაბაძველი, ბესელაშვილები, დვანი, ოლადაური, ნენია, ბუთურაული, ფურტიო და ნიგაზეული) 6 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება.

ცენტრში შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის იუსტიციის სახლის, განათლების, მეცნერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კერძო სტრუქტურების სერვისებით, პრობაციონერთათვის კი პრობაციის ეროვნული სააგენტოს მომსახურებით სარგებლობაც იქნება შესაძლებელი. პრობაციის ოფიცრების საზოგადოებრივ ცენტრებთან ინტეგრირება იუსტიციის მინისტრის ინიციატივაა, რომლის მიზანია საზოგადოების მხრიდან ყოფილი პატიმრებისა და პრობაციის სერვისების ბენეფიციარების მიმართ სტიგმატიზაციის სრულად აღმოფხვრა.

საბანკო სერვისებით, მობილური ოპერატორის საშუალებით 24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო „სკაიპის“ ოთახით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მუნიციპალიტეტის სტუმრებიც ისარგებლებენ.

ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, შუახევის, ქედისა და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოს წევრები, შუახევის ადგილობრივი მოსახლეობა და ახლომდებარე სოფლების მაცხოვრებლები.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედ 64 საზოგადოებრივ ცენტრში ამ დრომდე 1 მილიონზე მეტი სერვისი გაიცა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics