|
2019-05-15 11:20:24, 993 ნახვა
რეგიონი
გიორგი შენგელია „ოცნების თასის“ ფინალურ შეხვედრას დაესწრო
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის შტაბის ორგანიზებით, საფეხბურთო ტურნირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა უბნის 10 გუნდი იღებდა, მათგან ფინალში კომბინატისა და ფაიფურის დასახლების საფეხბურთო გუნდები მოხვდნენ, ხოლო ამ ორ გუნდს შორის გამარჯვებული, ფაიფურის საფეხბურთო გუნდი გახდა. საფინალო მატჩი ფაიფურის დასახლებაში, ჩიქოვანის ქუჩაზე არსებულ მოედანზე გაიმართა. „ოცნების თასის“ გათამაშების ფინალს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია ესწრებოდნენ. გიორგი შენგელიას განცხადებით, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ხელშეწყობა მისთვის უმთავრესია, ამიტომაც ზუგდიდში მსგავსი სახის ღონისძიებები სისტემატურად ჩატარდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)