07:54 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-27 17:21:06, 575 ნახვა

საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი ფრანგ, ტუნისელ და კუვეიტელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს იმ მსხვერპლის გამო, რომელიც საფრანგეთში, ტუნისსა და კუვეიტში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს მოჰყვა.

ამის შესახებ პრემიერის განცხადებაშია აღნიშნული.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ იმ დიდი მსხვერპლის გამო, რომელმაც საფრანგეთში, ტუნისსა და კუვეიტში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს მოჰყვა. გულწრფელად ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ასევე სრულიად ფრანგ, ტუნისელ და კუვეიტელ ხალხს.

ტერორიზმი არის უდიდესი გამოწვევა, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირება და რომელიც თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობასა და სტაბილურობას უქმნის საფრთხეს.

ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. საქართველო მტკიცედ დგას საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორი ქვეყნების გვერდით, რომლებიც მსოფლიოში ძალადობისა და ტერორიზმის აღმოსაფხვრელად იღწვიან.

კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ვგმობ ძალადობისა და ტერორიზმის ყოველგვარ გამოვლინებას“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics