|
2019-05-02 20:03:04, 1361 ნახვა
რეგიონი
ძველ ბათუმში ახალი სასტუმრო „BLOOM“ გაიხსნა
ბათუმს კიდევ ერთი სასტუმრო შეემატა. ბუტიკის ტიპის სასტურმო „BLOOM“ ძველ ბათუმში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა და ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ოფიციალურად გახსნეს. სასტუმრო 27 ნომრიანია და ის ჯამში 78 ადამიანზეა გათვლილი. სასტუმრო სრულადაა აღჭურვილი უსაფრთხოებისა და სახანძრო სისტემით. ამ ეტაპზე, სასტუმროში 30 ადამიანია დასაქმებული. „ამ დღეებში ჩვენ უკვე მეორე სასტუმრო გავხსენით ბათუმში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ახალი საწოლი ადგილების შექმნის კუთხით. სასტუმრო ბათუმის ისტორიულ უბანში მდებარეობს და ის სრულად ჯდება იმ ავთენტურ გარემოში, რაც ასე მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის ძველ ბათუმს ტურისტებისთვის. რეგიონს ყოველწლიურად ემატება ახალი ტურისტული ობიექტები, ეს იქნება განთავსების, კვებისა თუ გასართობი, რაც დამატებითი სტიმულია ბიზნესისთვის და მრავალფეროვან არჩევანს ქმნის ტურისტებისთვის. აღნიშნული სასტუმროს შემთხვევაში გვაქვს ქართული ინვესტიცია და მასში მუდმივად 30 ადამიანია დასაქმებული. ბუნებრივია, ეს პროცესი გაგრძელდება და ბათუმში არაერთი ტურისტული ობიექტი გაიხსნება,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა სასტუმრო გახსნისას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)