01:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-25 18:42:54, 1004 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ სტიქიით დაზარალებულებულ ფიზიკურ პირებს სესხების დაბრუნებას აღარ მოსთხოვს

„თიბისი ბანკმა“ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდინოს სტიქიის შედეგად დაზარალებულ ფიზიკურ პირთა სესხების ანულირება, რაც ნიშნავს, რომ 13 ივნისს დაზარალებულებს, რომლებიც აღრიცხული არიან თბილისის მერიის მიერ შედგენილ ოფიციალურ სიაში, აღარ მოუწევვთ „თიბისი ბანკში“ არსებული სესხების დაბრუნება.  

მოგეხსენებათ, თიბისი ბანკმა სტიქიის პირველივე დღეებში დაზარალებულთათვის შექმნა სპეციალური საქველმოქმედო ანგარიში და მასში პირველი ჩარიცხვის  შემდეგ, აქტიურად დაიწყო თანხების მობილიზება. მოქალაქეებთან ერთად, დაზარალებულთა დასახმარებლად თიბისი ბანკმა 1 მილიონ ლარზე მეტი შეკრიბა. დღეს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ეს თანხა ქ. თბილისის მერიის სპეციალურ ანგარიშზე გადაირიცხება, რათა უზრუნველყოფილი იქნას დაზარალებულთა სისტემური დახმარება. ამასთან, „თიბისი ბანკი“ აქტიურად მიადევნებს თვალს დაზარალებულთა დახმარების პროცესს და მონაწილეობას მიიღებს ამ პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ განხორციელებაში.   

„ბოლო დროს იყო კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ელის დაზარალებულთა სესხებს. ჩვენი გადაწყვეტილება თიბისი ბანკში არსებული სესხების ანულირების შესახებ,  ვფიქრობ, დაეხმარება მათ, კონცენტრაცია თავისი ყოველდღიურობის აღდგენაზე მოახდინონ, დროულად შეძლონ რეაბილიტაცია და დაუბრუნდნენ ცხოვრების ნორმალურ რიტმს“, - განაცხადა თიბისი ბანკის დირექტორის მოადგილემ, ნიკოლოზ ქურდიანმა.   
 

თიბისი ბანკის საქველმოქმედო ანგარიშზე თანხა 300-ზე მეტმა იურიდიულმა და 5000-მდე ფიზიკურმა პირმა ჩარიცხა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics