|
2019-04-19 18:23:00, 1799 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - მთავარი, რასაც გავაკეთებთ, იქნება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებული სიკეთის თითოეულ ოჯახამდე მიტანა
„ძალიან კარგად ვიცი, რა დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მათგან მთავარი გამოწვევა არის სიღარიბის დაძლევა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც მთავრობის სხდომის შემდეგ გაიმართა. აღნიშნულ სხდომას ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის რანგში პირველად დაესწრო. „ჩვენ გვაქვს საკმაოდ დინამიური ეკონომიკური ზრდა. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროგრესი საერთაშორისო ფინანსური რეიტინგების თვალსაზრისით, გვაქვს არაჩვეულებრივი მიღწევები რეგიონში ეკონომიკური ინტეგრირების თვალსაზრისით. მაგრამ მთავარი, რასაც გავაკეთებთ, ესაა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებული სიკეთის მიტანა თითოეული ოჯახამდე, მცირე და საშუალო ბიზნესამდე. სწორედ ეს დავალება მივიღე პრემიერ-მინისტრისგან“, - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პრემიერ-მინისტრსა და მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩემთვის მართლაც ძალიან დიდი პატივია ის ნდობა, რაც გამომიცხადა მმართველმა გუნდმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მე სათავეში ჩავუდექი ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც ჩემთვის უცხო უწყება არ არის“, - განაცხადა მან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება სამომავლო გეგმებზე. „ძალიან მოკლე ვადა გვაქვს, რათა ძალიან ამბიციური გეგმები განვახორციელოთ. ჩვენ დავსახეთ სტრატეგიები და ამოცანები, ახლა მთავარია ამ სტრატეგიების ოპერატიული მართვა, ყველა ამოცანის დადგენილ დროში აღსრულება. მე ჩემი გამოცდილება, ჩემი მენეჯერული უნარი, რომელიც მრავალწლიან გამოცდილებას მოიცავს, მინდა ამ საქმეს მოვახმარო. ეს იქნება ჩემი კონტრიბუცია ჩვენი ერთიანი ეკონომიკური გუნდის საქმეში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
(NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)