|
2019-04-19 14:27:04, 1916 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - დავალებები და ვადები, რომელიც ნათია თურნავას ექნება შესასრულებელი, ამბიციური და ძალიან მკაცრია
ის დავალებები და ვადები, რომელიც შესასრულებელი ექნება ნათია თურნავას თავის გუნდთან ერთად ეკონომიკის სამინისტროში, არის ამბიციური და აქედან გამომდინარე ძალიან მკაცრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ ნათია თურნავა დაკისრებულ მოვალეობას თავს წარმატებით გაართმევს. „ნათიასთან მე მაკავშირებს ერთობლივი მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება. როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში ნათია არის ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალი, ძალიან სერიოზული გამოცდილებით. ჩვენ ახლა გვჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები, ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებების მიღება ოპერატიულ რეჟიმში, რომელიც ემსახურება ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, ჩვენი მეწარმეების ინტერესებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნათია აუცილებლად წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ნათიას ნამდვილად აქვს იმ სოციალური რეალობის სწორი აღქმა, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ასეთივე აღქმა აქვს ჩვენს საზოგადოებას. აქვე ისიც მინდა გითხრათ, რომ ის დავალებები და ვადები, რომელიც შესასრულებელი ექნება ნათიას თავის გუნდთან ერთად ეკონომიკის სამინისტროში, არის ამბიციური და აქედან გამომდინარე ძალიან მკაცრი, თუმცა ნათიას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერაც და მე დარწმუნებული ვარ, ის წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გუშინ გიორგი ქობულიას ნაცვლად ნათია თურნავა დანიშნა. მანამდე თურნავა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)