|
2019-04-18 15:27:40, 1800 ნახვა
რეგიონი
სერგეი ბეზრუკოვი და მისი თეატრი ოკუპირებულ ცხინვალში, აგვისტოს ომის მე-11 წლისთავზე სპექტაკლს გამართავს
მოსკოვის გუბერნიის თეატრი, რომლის ხელმძღვანელიც რუსეთის სახალხო არტისტი სერგეი ბეზრუკოვია ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ტურნეს გამართავს, - ამის შესახებ cominf იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ტურნე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სავარაუდოდ აგვისტოში ჩატარდება, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის აღიარების 11 წლისთავის ფარგლებში. მედიის ცნობით, თეატრი ე.წ. სამხრეთ ოსეთს დე-ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის მოწვევით ესტუმრება. "თეატრის წარმომადგენლები ცხინვალში იმყოფებიან და ადგილობრივი დრამატული თეატრის ხელმძღვანელობასთან დეტალებს ათანხმებს. მოსახლეობას გამოთქვა სურვილი, რომ ტურნეში მონაწილეობა მიეღო სამხრეთ ოსეთის სახალხო არტისტს სერგეი ბეზრუკოვს, რომელიც ასევე თეატრის ხელმძღვანელია", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, სერგეი ბეზრუკოვი საქართველოში რამდენჯერმე არის ნამყოფი, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)