|
2015-06-25 12:17:11, 405 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და ურუგვაის შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
სამხრეთ ამერიკის ტურნეს ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრა გამართა ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრთან, როდოლფო ნინ ნოვოასთან. ურუგვაელ კოლეგასთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში, დაისახა ორმხრივი დიალოგის შემდგომი გაღრმავების პრიორიტეტული მიმართულებები. შეხვედრის ფარგლებში მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის ორდინალური პასპორტის მფლობელი მოქალაქეებისათვის ვიზის აღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას. ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ მინისტრი ასევე შეხვდა ურუგვაის ვიცე-პრეზიდენტს და სენატის თავმჯდომარეს რაულ სენდიკს. შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა. სამხრეთ ამერიკის ტურნეს ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დღეს ჩილეს ეწვევა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)