11:15 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-09 10:12:02, 1118 ნახვა

საზოგადოება
მსოფლიოს დედაქალაქებში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება

საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღის, 1989  წლის 9 აპრილის  30 წლისთავთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ღონისძიებები გაიმართება.  

საგარეო უწყების ცნობით, 9 აპრილის მოვლენების ამსახველი ფოტო-გამოფენა მოეწყობა საქართველოს წარმომადგენლობებში აზერბაიჯანში, გერმანიაში, დანიაში, ესტონეთში, ლატვიაში, მოდლოვაში, ნიუ-იორკში, ქ. სალონიკში, თურქეთში, უზბეკეთში, ფინეთში, ნიდერლანდებსა და ნორვეგიაში.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ავსტრიაში, ბელარუსში, პოლონეთსა და უნგრეთში წაიკითხავენ ლექციას 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით.

 შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში, საქართველოს საელჩოსა და გაეროსთან საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, გაერო-ს შენობასთან გაიმართება მშვიდობიანი აქცია.

 ღონისძიებების პარალელურად,  ბრაზილიის, ბელგიის, ვატიკანის, ქუვეითის, ჩეხეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, სლოვენიის, სომხეთის, რუმინეთის,  ყაზახეთის გავლენიან გამოცემებში გამოქვეყნდება 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებული სტატიები, ასევე იგეგმება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ინტერვიუ ისრაელის ადგილობრივ ტელევიზიაში.

ამასთან,  საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეგვიპტეში უკრაინაში, ირლანდიაში, საუდის არაბეთში, საფრანგეთში, სლოვაკეთში განხორციელდება შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებები, ჩატარდება კონფერენციები და მიღებები ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, ანალიტიკური წრეების, ქართული დიასპორისა  და მედიის წარმომადგენლებისთვის.

1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხერპლი მოჰყვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე – როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ ქვეყანაზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული
Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა
კობახიძე – აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად
კობახიძე – საინტერესოა, რატომ არ ჰქონდა აგენტურას დავალებული რუსოფობობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ ახლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics